საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები“

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, 2024 წლის 19 ივლისს გაიმართა შეხვედრა თემაზე: „ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები“, რომელსაც ესწრებოდნენ თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი.

 

შეხვედრის ფარგლებში თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორმა ირინე ქურდაძემ ისაუბრა ევროკავშირის კანონმდებლობით დაცულ ძირითად უფლებებზე; მოწვეულმა ლექტორმა თამთა ზაალიშვილმა განიხილა ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპები და ძირითადი ინსტიტუტები; ასისტენტმა ნანა მჭედლიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს განსხვავებულ როლებზე, მათ საერთო ღირებულებებსა და წევრ სახელმწიფოთა ვალდებულებებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით; თსუ-ის მოწვეულმა ლექტორმა პარამჯიტ ბერვალმა განიხილა ევროკავშირის საკანონმდებლო ინსტრუმენტები და მათ შორის არსებული განსხვავებები.  

 

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და საზოგადოებაში ევროკავშირის კანონმდებლობის ფართო გაგების ხელშეწყობა წარმოადგენს პანელური დისკუსიების სერიის თემას, რომლის ფარგლებშიც თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტი შეხვედრების გამართვას მომავალშიც გეგმავს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამასთან თანამშრომლობით.

თარიღი: 02/08/2024